პოლიციამ რუსთავში ჩადენილი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

Crime Scene

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1992 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი ე.მ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს რუსთავში,
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გამყიდველს დანის მუქარით 300 ლარი და
მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ე.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სხვადასხვა ქალაქში 10-მდე სავაჭრო ობიექტის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს