საპატრულო პოლიციამ გოგირდის აბანოების თანამშრომლები დააკავა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

აბანოთუბანში, გოგირდის აბანოების თანამშრომლების მიერ გზის გადაკეტვას საპატრულო პოლიციასა და აბანოების თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გოგირდის აბანოების თანამშრომლების გზიდან გადაყვანას ცდილობდნენ, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. გოგირდის აბანოების ერთ-ერთი თანამშრომლის შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ აბანოთუბანში, აბანოების თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.

ისინი აბანოებისთვის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებენ და ავტომანქანებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ, რამაც მძღოლებში პროტესტი გამოიწვია.

აქციის მონაწილეები ადგილზე თბილისის მერის, დავით ნარმანის მისვლას ითხოვენ. მანამდე კი, გზის გახსნას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ გოგირდის აბანოები პროტესტის ნიშნად სამი დღით დაიხურა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში ევროკავშირიდან გამოსვლის რეფერენდუმი დილიდან მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპარლამენტთან მოქალაქემ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა