საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

დოკუმენტს გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე მოაწერენ ხელს.

საქართველოს საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანი თანამშრომლობის გაძლიერება და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის ერთობლივი ადვოკატირებაა.

საქართველოს ბავშვებებზე ძალადობის მაღალი დონე საქართველოში; მაღალი ტოლერანტობა ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი; დედათა სიკვდილიანობისა და მკვდრადშობადობის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში; ოჯახის მხარდამჭერ მომსახურებათა ნაკლებობა და სოციალური სამუშაოს ხარვეზები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ მაღალი სტიგმა – ის საკითხებია, რომლებზედაც საქართველოს საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, შრი-ლანკის ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო