საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიაქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ედიშერ ქარჩავამ საპატრიარქოსთან განაცხადა.

„არაფერი ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. დაკითხვაზე დაბარებული არ არის, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა”, – განაცხადა ქარჩავამ.

კითხვაზე – არის თუ არა მზად შორენა თეთრუაშვილი გამოძიებას ჩვენება მისცეს, იურისტმა აღნიშნა, რომ თეთრუაშვილი მზადაა, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა ნებისმიერ დროს მიიღოს.

„ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, არ არის პრობლემა”, – აღნიშნა საპატროარქოს იურისტმა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფრომაციით, დეკანოზს ბრალი არა სასულიერო პირის, არამედ პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის აქვს წარდგენილი.

საპატრიარქოს იურისტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა სავარაუდოდ, შორენა თეთრუაშვილსაც დაკითხავს.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი კონგრესმენი: არნახულად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს იმ მოვალეობათა შესრულებას, რომელიც ქვეყანას სამშვიდობო მისიებში ჰქონდა ნაკისრი
შემდეგი სტატიასოსო ოხანაშვილს ზურაბ ბუჩუკური შეცვლის