ამერიკელი კონგრესმენი: არნახულად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს იმ მოვალეობათა შესრულებას, რომელიც ქვეყანას სამშვიდობო მისიებში ჰქონდა ნაკისრი

ამერიკელი კონგრესმენის პიტერ როსკამის განცხადებით, ის საქართველოს იმ მოვალეობათა შესრულებას არნახულად დიდ შეფასებას აძლევს, რომელიც ქვეყანას სამშვიდობო მისიებში ნაკისრი ჰქონდა.

როსკამი აღნიშნავს, რომ პარლმენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე ძალზე საინტერესო და მკაფიო მიმართვები მოისმინა.

„რასაკვირველია, საქართველოს ერთიანობის მიმართ ამერიკის კონგრესის მხრიდან ორმხრივი მიდგომაა. ნამდვილად კარგი სიახლეა საქართველოსთვის ის გადაწყვეტილებები, რომელსაც თავად ქვეყანა დემოკრატიის განვითარების ასპარეზზე იღებს, რომელიც ნებისმიერი ავტორიტარული ზეგავლენისა და წნეხის დაძლევის თვალსაზრისით, მტკიცედ დგას“, – აცხადებს როსკამი.

ამერიკელი კონგრესმენის შეფასებით, საქართველო შენდება, როგორც დასავლეთის ტიპის დემოკრატია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. „არნახულად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს იმ მოვალეობათა შესრულებას, რომელიც თქვენს ქვეყანას სამშვიდობო მისიებში ჰქონდა ნაკისრი. ავღანეთში თუ მსოფლიოს სხვა კუთხეში, საქართველო სამშვიდობო მისიებში თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ტერორიზმთან და სხვა რეაქციულ ძალებთან ბრძოლაში“, – აღნიშნა როსკამმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია, რომელსაც კონგრესმენი პიტერ როსკამი ხელმძღვანელობს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: შესაძლოა, მამა გიორგის მიერ გამოძიებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, მასზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდეს
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ