საპატრიარქო უკან იხევს?!-დაე მოხდეს ის, რისიც აქამდე ასე ეშინოდა პატრიარქს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს პრესცენტის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ თუკი გიორგი მამალაძის საქმეში ახალი გარემოებები და არგუმენტი გამოიკვეთება, შესაძლებელია, რომ საპატრიარქომ ხელახლა მიმართოს პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებისთვის.

ამასთან, ჯაღმაიძე დარწმუნებული არ არის მოხდება აღნიშნულ საკითხზე ხელმეორედ დაბრუნება.

„დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაუტარდა ექსპერტიზა და გამოქვეყნებული იყო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილი, სადაც წერია რომ ამჟამინდელი ქცევა ატარებს დაყენებით სიმულაციურ ხასიათს, ჩვენ ამის გარდა ამის მერე რაიმე ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს. ეს დასკვნა არის საბოლოო, თითქოს მისი ქცევა, ავადმყოფობა არის სიმულაციური, ასე წერენ ამ დასკვნაში. ჩემი აზრით როგორც სასამართლო თუ გამოძიება ხელმეორედ იწყებს რაიმე საკითხის შესწავლას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რაიმე ახალი გარემოებები გამოიკვეთა, მე ვფქრობ, რომ შეიძლება შესაფერისი ამისი მსგავსი რაიმე არგუმენტი არსებობდეს ვთქვათ ხელმეორედ ამ საკითხზე დაბრუნებისათვის, თუ რაიმე ახალი გარემოებები იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით“, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ის ყველა იმ წერილს გაასაჯაროებს, რომელსაც აქამდე მალავდა.

„რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის. მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პირად საუბრებში სალომე ზურაბიშვილს უარი უთხრა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილება და შუამდგომლობის გაგზავნა იყო ფარსი კათოლიკოს-პატრიარქისგან, რადგანაც თავად პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა, თავს ლაფი დაასხა. მან მოატყუა მთელი საზოგადოება. მათ დადგეს სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კათოლიკოს- პატრიარქმა, პრეზიდენტმა. ძალიან კარგად გამოუვიდათ ეს, რადგანაც კარგი მსახიობები არიან“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, დღეს პატრიარქს მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ეშინია.

„ჩემი ძმა რომ რჩება საპატიმროში, არის არა სინოდის რომელიმე წევრის, არამედ თავად კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გადაწყვეტილება. პატრიარქი არის შეშინებული. მას ეშინია ჩემი ძმის, რადგანაც მას აქვს დანაშაულები პირადად ჩემი ძმის მიმართ. მან იცოდა, რომ ჩემი ძმა აპირებდა წმინდა სინოდზე, თუ ღია ეთერებში ამ თემებზე საუბარს, ამიტომაც პატრიარქი დღეს შეშინებულია და დატოვა პარალიზებული ადამიანი საპყრობილეში. გავაგრძელებთ სამართლებრივად ბრძოლას. ეს არ იქნება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, არამედ პიროვნებების წინააღმდეგ, რომლებიც ეკლესიის სათავეში არიან. კათოლიკოს-პატრიარქი მტერია სიმართლის. ჩუმად ყოფნას აღარ ვაპირებთ. კათოლიკოს-პატრიარქი დაუპირისპირდა ჩემს ოჯახს. მან გვითხრა, რომ ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი ვეღარ გამოვა. მექნება შეხვედრა ჩემს ძმასთან, თუ რა წერილების გასაჯაროებას ვაპირებთ. ყველაფერს მოვფენ ნათელს. დაე, მოხდეს ის, რისიც ეშინოდათ კათოლიკოს-პატრიარქს და სინოდის წევრებს. მოვფენთ ნათელს, თუ ვინ არის კათოლიკოს-პატრიარქი, რა სამართლებრივი და სულიერი ცოდვები აქვს ჩადენილი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არც ამჯერად შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა: „სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს შეეკრა და ივანიშვილს დაუპირისპირდა“