საპარლამენტო უმრავლესობას გია ჟორჟოლიანი ფრაქციის 5 წევრთან ერთად ტოვებს

განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” – საპარლამენტო უმრავლესობას გია ჟორჟოლიანი ფრაქციის 5 წევრთან ერთად ტოვებს.

„ჩვენ დიდი ხანია გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. მთელი რიგი საკითხები გვაქვს დაყენებული. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა იწურება ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს უმრავლესობის შიგნით, პოლიტიკის ცვლილებაზე ზეგავლენის მოხდენისთვის.

ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი რესურსი შევიძინოთ. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ უმრავლესობას დავტოვებთ უახლოეს ხანებში,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშიორთაჭალაში, მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოში ყაჩაღობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა