საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის

მთელი დღის განმავლობაში, სროლისა და აფეთქების ხმა ისმის საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში. რამდენიმე აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო რომ მოსახლეობამ ე. წ. საზღვრიდან საკმაოდ მოშორებით, სოფელ ძევერაშიც გაიგო.

ადგილობრივები ყვებიან, რომ სროლისა და აფეთქებების ხმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სისტემატურად ისმის. მათი ინფორმაციით, ამ დროს საოკუპაციო ჯარის სწავლება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
შემდეგი სტატია,,უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიასა და პარლამენტში”