,,უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიასა და პარლამენტში”

უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, ჩვენს გუნდში და პარლამენტშიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომელზეც ვმუშაობთ და მიიიღებენ მყარი უმრავლესობით გადაწყვეტილებებს ისე, როგორც ეს საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია.

„უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, ჩვენს გუნდში და პარლამენტშიც. არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და მივიღებთ მყარი უმრავლესობით გადაწყვეტილებებს ისე, როგორც ეს საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის
შემდეგი სტატია„არ მგონია, დღეს მას საერთოდ რამის რესურსი ჰქონდეს” – ცქიტიშვილი ბესელიაზე საუბრობს