სანქციები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის-საპარლამენტო უმრავლესობა ინიციატივაზე მსჯელობას არ გამორიცხავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივაზე, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, შესაძლოა პარლამენტში იმსჯელონ. “ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსამართლეთა დაცვა უნდა უზრუნველყოს, თუმცა ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

„ერთის მხრივ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, ეს ერთმნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოსამართლის დაცვის გარანტიების შექმნა და აქედან გამომდინარე, ესეც ძალიან საინტერესო საკითხია. თუმცა, ზღვარი სად გადის სიტყვის თავისუფლებასა და მოსამართლის დამოუკიდებლობას შორის, იმ კუთხით რომ, მას შეურაცხყოფა არ მიაყენონ, ეს იქნება სამსჯელო საკითხი,“-განაცხადაქართული ოცნების წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთში ქართული საწარმოები დაათვალიერა