სანქციები მარიხუანაზე – მარიხუანას მოხმარება ნებისმიერ ადგილზე გარდა, საცხოვრებელი სახლისა, ჯარიმით დაისჯება

საკანონმდებლო ორგანოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას დეპუტატები დღევანდელ სესიაზე კენჭს უყრიან.

კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება ნებისმიერ ადგილას გარდა, საცხოვრებელი სახლისა, ჯარიმით დაისჯება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სანქციები გამკაცრდება.

ამავე ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა და 21 წლამდე პირის მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება. ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია.

„ნარკოპოლიტიკა ხელისუფლებას არ აქვს ეს ძირითადად სელექტიური მიდგომა გამომდინარეობს პოლიტიკური და საარჩევნო მიზანშეწონილობიდან. ამ სფეროში კვლავ არის ქაოსი და ჩამოუყალიბებლობა“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში“ზურაბიშვილს 2 არჩევანი ჰქონდა მას ან უნდა უარი ეთქვა მეორე ტურზე, ან უნდა შეგუებოდა იმას, რომ მეორე ტურშიც მარცხდება” – ზაალ უდუმაშვილი
შემდეგი სტატია“პარტია მზად იქნება ყველა რაიონული ორგანიზაციით მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურის კამპანიაში” – დავით ბაქრაძე