სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ორგანიზაციის წევრებთან ერთად სახალხო დამცველის ოფისში 12 ნოემბერს მივიდა. სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველისგან მოითხოვდა, სახალხო დამცველს შეესწავლა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბავშვების მონაწილეობის საკითხი. ბრეგაძის თქმით, გადაღება მშობლების მოტყუებით მოხდა და მათ ფილმის შინაარსი დაუმალეს.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაასი ათასი მოწამის ხსენების დღეს პატრიარქი მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის