სანდრო ბრეგაძე: მიტინგს რომ შევუერთდით,ზვიადმა ტრიბუნასთან მიხმო და …

1989 წლის 8 აპრილია-უნივერსიტეტის კიბეებზე ვშიმშილობთ-რუსთაველის გამზირიდან ზვიადის და მერაბის გამოგზავნილი კაცი მოდის ჩემთან ამბით-“ზვიადმა გთხოვათ დღეს მთავრობის სასახლესთან გადმოხვიდეთ,რადგან ჯარები შემოყვანილია და დარბევაა მოსალოდნელი”.

ბიჭებს გადავცემ ზვიადის დანაბარებს.ყველა უსიტყვოდ ემორჩილება და დავიძარით.მიტინგს რომ შევუერთდით,ზვიადმა ტრიბუნასთან მიხმო და მიკროფონი მომაწოდა.ისე ვინერვიულე,რომ აღარც მახსოვს რა ვილაპარაკე. რუსთაველის კინოსთან გავნლაგდით.პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ-უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

საბჭოთა “სალდატებმა” კინოში შეგვყარეს,არც მუშტები და ხელკეტები დაგვაკლეს.კინოს მეორე გასასვლელიდან გამოვედით.გარეთ მშობლები დავინახე,მე მეძებდნენ.უცებ ყველაფერი კვამლმა დაფარა,შევხედე რომ დედაჩემის წინ რაღაც აფეთქდა.დედა ძლიერ მოიწამლა მომწამვლელი გაზით.დარბევა უკვე ფურცელაძის ქუჩაზეც დაგვიწყეს.არეულობა,ქაოსი,ხელკეტები,ნიჩბები და ასე შემდეგ.დილით გავიგეთ რომ მსხვერპლი დიდი იყო — შემდეგ იყო ეროვნული მოძრაობის ხანა,არჩევნებში გამარჯვება,სამხედრო პუტჩი,აფხაზეთის ომი,გაჭირვება,შიმშილი და ასე შემდეგ —- თუმცა 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე შიშველი ხელებით მებრძოლმა არცერთმა ადამიანმა არ ვიცოდით თუ რა გველოდა წინ,რა ელოდა ჩვენს სამშობლოს,ჩვენ რომანტიკოსები ვიყავით,დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი.

იმ დღეს გამარჯვებულები ვიყავით,ქართველთა ლაშქარში ვირიცხებოდით და გვჯეროდა რომ სიმართლე და უფალი ჩვენთან იყო !!! დიდი ეპოქა იყო,დიდი ადამიანებით,დიდი მამულიშვილებით და დიდი მიზნებით !!!

სანდრო ბრეგაძე

banner
წინა სტატიაშიცეცხლის გავრცელებას ქარიანი და მშრალი ამინდი უწყობს ხელს -რა ხდება გაგრაში
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია:რაც წაიკითხეთ, ღირებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკან მოიხედავთ