სანამ ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სანამ ვინმე “ვეტინგს” ახსენებს ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ.

“კაი, თავი დავანებოთ, რომ კანონის უზენაესობას პატივს არ სცემ, არ სცემ პატივს პარტნიორულ ურთიერთობებს, უბრალოდ ეტიკეტსაც კი არ სცემ პატივს, რომ შენ ხარ სტუმარი და მაპინძელთან მიდიხარ და სთხოვ ანგარიშს, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწვეტილება და იმის გამო, რომ ვიღაცას საელჩოში არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება და ვიღაცას სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს მოსამართლე დაასანქცირეს, ჩახსნეს გარკვეული პროგრამებიდან, გახადეს მედიის და არასამთავრობოების თავდასხმის ობიექტი ის, მისი ოჯახი, ვინმე ერთი მოიკითხა, როგორი იყო მისი ემოციური მდგომარეობა იმ დღეებში? ვინმეს საერთოდ ადამიანები აინტერესებს, როდესაც ასე ინსტრუმენტალიზება ხდება? ამიტომ აქაც მოველი აშშ-ს საელჩოსგან გააკეთონ განმარტება, მოეხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს, თუ ეს სანქციები კვლავს ასე უსამართლოდ უდნა გაგრძელდეს მის მიმართ.

სანამ ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას, ლაშა ჩხიკვაძეს, სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში მათ, მათ ოჯახებს აყენებდნენ მორალური და დეზინფორმაციული წნეხის ქვეშ” – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – თუ ლაზარე გრიგორიადისის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად
შემდეგი სტატიაეს კანონპროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ არანაირად არ უკავშირდება ადამიანის უფლებების შეზღუდვას – ბოჭორიშვილი