მანჯგალაძე – თუ ლაზარე გრიგორიადისის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად

თავიდანვე პოლიტიკური მოტივით იყო ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] დაკავებული – თუ ერთი ადამიანის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად. ნებისმიერ დროს, ვინც დასჭირდება, მას დაგვაკავებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ საქალაქო სასამართლოში, “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი განცხადებით, მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს.

“თავიდანვე პოლიტიკური მოტივით იყო ადამიანი [ლაზარე გრიგორიადისი] დაკავებული. სამართლიანი სასამართლოს იმედი არ მაქვს. გამიკვირდება ძალიან, თუ სასამართლო გაათავისუფლებს, იმიტომ, რომ სინამდვილეში მას ამის არჩევანი არ აქვს. თუ ერთი ადამიანის გაწირვა შეუძლია ხელისუფლებას, ნურავინ ვიქნებით მშვიდად. ნებისმიერ დროს, ვინც დასჭირდება, მას დაგვაკავებს. ეს არის მესიჯი”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი უნდა შეიწყალოს.

“პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. ადამიანი ისეა დაკავებული, რომ მტკიცებულებები არ არის. ჩემი მოლოდინი ის არის, რომ უნდა შეიწყალოს. ექსპერტიზა არ გვაქვს. რომ გვქონდეს, აქ კი არ ვიქნებოდით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბაკურიანში ზვავში მოყოლილ ადამიანს ეძებენ
შემდეგი სტატიასანამ ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას – პაპუაშვილი