ეს კანონპროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ არანაირად არ უკავშირდება ადამიანის უფლებების შეზღუდვას – ბოჭორიშვილი

არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების შეზღუდვა რაიმე ნიშნით მოხდეს, მნიშვნელოვანია, ესა თუ ის საკითხი სწორი აქცენტებით შეფასდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საკითხზე არასწორი ინტერპრეტაციებს აკეთებენ.

„საუბარი არ არის ადამიანის უფლებების რაიმე შეზღუდვაზე. წარმოუდგენელია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ამ აქცენტით მოხდეს. ეს კანონპროექტი დისკრიმინაციული ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ არანაირად არ უკავშირდება ადამიანის უფლებების შეზღუდვას. შესაბამისად, არასწორი იქნება, მას დისკრიმინაციული ვუწოდოთ, რადგან არანაირად არ ახდენს ადამიანის უფლებების დისკრიმინაციას ან ამ კუთხით რამენაირად განსხვავებას. მნიშვნელოვანია, ესა თუ ის საკითხი სწორი აქცენტებით შეფასდეს, მით უმეტეს, როცა ჩვენ არანაირი სურვილი, მიზანი და ჩანაფიქრი არ გვაქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების შეზღუდვა რაიმე ნიშნით მოხდეს. საუბარია მხოლოდ პროპაგანდაზე და ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვას არანაირად არ ეხება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისანამ ვინმე სიტყვა ვეტინგს ახსენებს, ჯერ ბოდიში მოუხადონ ქართულ მართლმსაჯულებას – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ქარქაშაძე – დავიწყეთ მოლაპარაკება უცხოურ და ქართულ ავიაკომპანიებთან, რათა EURO 2024-თან დაკავშირებით, ფრენების სიხშირესთან ერთად, გერმანიის მიმართულებით ჩარტერული რეისებიც დაემატოს