,,სანამ ოპოზიციაში ეს არ მოხდება – მანამ ივანიშვილის პუტინური რეჟიმი გვეყოლება,,

არ არსებობს ცივილური ქვეყანა, საერთაშორისო სტრუქტურა, მათი ლიდერები, დიპლომატები თუ მომლაპარაკებლები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, მოლაპარაკებით, ზეწოლით ან სანქციების მუქარით, თავის სტრატეგიულ ხაზზე გადაახვევინებს, ქცევის წესებს შეაცვლევინებს და პროდასავლური ძალებისთვის ხელისუფლების დასათმობად აუცილებელ ნაბიჯებს გადაადგმევინებს…!!!

ზეწოლის და მედიაციის ყველა პროცესი, რომელიც აქამდე გამართულა და მომავალშიც გაიმართება ივანიშვილის ხელისუფლებასთან, ჩემი აზრით არის პოლიტიკური ფარსი, რომელიც ახლა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მასთან დაპირისპირებულ ოპოზიციასაც აწყობს…

ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, ეს მოლაპარაკებები აწყობს, რადგან ისინი ამით საერთაშორისო დემოკრატიულ სტრუქტურებთან პოზიტიურ კონტაქტებს ინარჩუნებენ და ფორმარულად, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების იმიჯს ირგებენ…

რაც შეეხება ოპოზიციას… ოპოზიციამ, როგორც ხედავთ საკუთარი ლიდერის მიერ გაღებული გარკვეული მსხვერპლიც ვერ გამოიყენა სათანადოდ და ვერ მიიღო ის ეფექტი, რაც მსგავს ნაბიჯებს უნდა მოჰყოლოდა… ვერც პროტესტებს აბამენ თავს და ვერც ოპოზიციური მედიის მიერ, სიცოცხლის საფრთხის ფასად მოპოვებული სკანდალურ მასალებით გამოწვეულ მუხტებს ვერ იყენებენ პროცესების სასარგებლოდ… ოპოზიცია, რომელსაც საპროტესტოდ საკმარისი რაოდენობის მხარდამჭერი ვერ გამოჰყავს ქუჩაში და საკუთარი უავტორიტეტობა, ლამისაა ხალხს გადააბრალოს, ახლა იმდენად ცუდ სიტუაციაშია, რომ საკუთარ თავის ოპოზიციაში შენარჩუნებაზე ფიქრობენ მხოლოდ და უფრო დიდი მიზნებისთვის გონებას ვერ ძაბავენ… და ეს მოლაპარაკებები, ახლა მათთვის მთავარი მაშველი რგოლია, რომ საკუთარ მხარდამჭერებთან კონფლიქტი და პარტიული რღვევა თავიდან აირიდონ.
არ ვიცი როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები, რომლის გაჭიანურებაც ალბათ ორივე მხარეს აწყობს, მაგრამ რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს, თუნდაც წელს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილის ზუტად იმდენს დათმობს, რადენიც მისი ხელისუფლების შესანარჩუნებლად იქნება საკმარისი.
ერთი წლის უკან, როდესაც საერთაშორისო მედიაციით ,,ოცნებასთან,, მოლაპარაკებით მიღწეული შედეგი, პროპორციული არჩევნების 120×30-ზე ფორმულით ჩატარებაზე, ოპოზიციური ტელარხების ყველა ,,საყვარელმა,, ექსპერტმა ოპოზიციური პარტიების გამარჯვებად რომ მონათლა, ზუსტად იმ დღეს დავწერე, რომ ეს იყო ფორმულა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენას უზრუნველჰყოფდა და მისთვის სასარგებლო იყო. ზუსტად ამ ფორმულით და ,,+30,, მაჟორიტარით აქვს დღეს ივანიშვილს გაფორმებული ხელისუფლება და ყველა დარწმუნდა, რომ ოპოზიციის არანაირი გამარჯვება ეს ფორმულა არ ყოფილა.

ჩვენთან სიმართლეს თუ იტყვი, რომ დაგეთანხმონ და გაღიარონ, ის სიმართლე ან ხელისუფლების სასარგებლო უნდა იყოს, ან ოპოზიციის… არა და, სიმართლე ქოცური და ნაცური არ არსებობს – ის ყველასთვის ერთია!
ოპოზიცია და მათი საყვარელი ექსპერტები, თქვენ ამას არ გეტყვიან… მე გეუბნებით თქვენ, რომ ივანიშვილის რეჟიმი, არა მხოლოდ პუტინის რეჟიმის მსგავსი და კალკაა, არამედ ამ რეჟიმის ნაწილია და მისი ფილიალია… ისეთივე, როგორიც ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმია პუტინის ფილიალი და მსგავსი რეჟიმების არჩევნებით დამარცხება – არსად არ მომხდარა და პრაქტიკულად შეუძლებელია!

ვინც გეუბნებათ, რომ ხვალინდელ არჩევნებში, რეჟიმის მხრიდან მოსყიდვას, დაშინებას, სახელისუფლო რესურსის გამოყენებას და იძულებას მოსპობს, შეაჩერებს, საკუთარ რეიტინგს გაიორმაგებს და ბიძინას დაამარცხებს… ის თქვენ გატყუებთ!

ივანიშვილის რეჟიმის მსგავსი იყო იანუკოვიჩის რეჟიმიც უკრაინაში და ამ რეჟიმმაც დემოკრატიული გზით მიიღო ხელისუფლება, რომლის დათმობასაც მერე არ აპირებდა… უკრაინულმა ოპოციამ მაშინ, ხალხთან ერთად, მოახერხა საკუთარი თავგანწირვის, ქვეყნის საუკეთესო შვილების სიცოცხლის ფასად, გამოეგლიჯა საკუთარი ქვეყანა პუტინის ხელებიდან. მაშინდელ უკრაინულ ოპოზიციას, ჩვენის მსგავსად ვადამდელი არჩევნებზე მოლაპარაკება დაეწყო და ბოლომდე მას მიწოლოდნენ, დღეს ან ისევ იანუკოვიჩი ეყოლებოდათ, ან კიდევ მისნარი ვიღაც პუტინოვიჩი. იქ მოლაპარაკება იყო მხოლოდ ერთ საკითხზე… უზურპატორი მისი ხალხი უნდა გასცლოდა უკრაინის ხელისუფლებას… რომ ვერ მოილაპარაკეს – დაიწყო მაიდანი!

ასე და ამგვარად, სანამ ოპოზიცია არ დაკომპლექტება მებრძოლი, თავგანწირული და გონიერი ადამიანებით, რომლებიც მხოლოდ სიმართლეს ილაპარაკებენ და საკუთარ მაგალითზე აჩვენებენ, რომ არ აინტერესებთ კომფორტი და რომ სავარძლებისთვის და თბილი ოფისებისთვის არ იბრძვიან – ხალხის დიდი ნაწილი ქუჩაში არ გავა და თავგანწირვაზე საუბარიც ზედმეტია!

სანამ ეს არ მოხდება ოპოზიციაში, მანამ ივანიშვილის პუტინური რეჟიმი გვეყოლება აქ!
საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩვენდა სამარცხვინოდ, თავისი ისტორიის მანძილზე, ბევრი მნიშვნელოვანი მონაპოვარი დაუთმია შესაბამისი თავგანწირვის გარეშე და უსისხლოდ… თუმცა ისტორიაში ვერ იპოვით ვერც ერთ მაგალითს, რომ ჩვენ, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ან ამ მასთან გათანაბრებული რაიმე ფასეულობა, ან ევროპის ან კიდევ სხვა რომელიმე ქვეყნის დახმარებით, როდისმე მტერთან უსისხლო ბრძოლის და თავგანწირვის გარეშე მოგვეპოვებინოს!

ავტორი – კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაში“ენმ” “ოცნებას” IRI-ს დასკვნის დამახინჯებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიამ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა: მხილების დროა – ვინ და როგორ გააყალბა არჩევნები?!