სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს – პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირის დათქმა სრულად არ არის შესრულებული.

გამოცდილი დიპლომატი ყველას ახსენებს, რომ სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნების ჩასატარებლად ევროკავშირის რეკომენდაციების პირნათლად შესრულებაა საჭირო.

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის აბსოლუტურად აუცილებელია. ეს კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ დიალოგის გაგრძელება გვჭირდება ევროკომისიასა და საქართველოს შორის. თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია. ვენეციის კომისია საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელია. ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს პარლამენტს, კონსულტაცია გაიაროს ყველა დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია არჩევნებზე. კანონი, რომელსაც ხელი მოეწერა, შეიცავს ვენეციის კომისიის მრავალ რეკომენდაციას, თუმცა სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული”, – ამბობს ჰერჩინსკი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ჩვენი მიზანია, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია ფერმერებს მხარში დავუდგეთ – ოთარ შამუგია