“სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” მიშელის დოკუმენტის იგნორირებას ახდენს”

„ქართული ოცნების” მხრიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი არის მიშელის დოკუმენტის იგნონირება და აღებული ვალდებულებების დარღვევა, – ამის შესახებ ის შესახებ „ლელოს“ წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

„დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ჯერ უნდა განხორციელდეს ამბიციური, სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა, რომელიც მათ შორის მოიცავს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების ნომინირებას, მათი დანიშვნის წესის შეცვლას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ახალი დანიშვნები. უფრო მეტიც, იქ ჩაშლილია ეს მოთხოვნა და წერია, რომ არათუ ახალი დანიშვნები არ უნდა განხორციელდეს, არამედ მიმდინარე დანიშვნებიც კი უნდა შეჩერდეს და ახალი წესების მიხედვით ხელახლა უნდა წარიმართოს ეს პროცესი. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” მიშელის დოკუმენტის იგნორირებას ახდენს. დოკუმენტზე ხელი მაქვს მოწერილი და მის დარღვევას არ ვაპირებ. იგივე პოზიცია გაიზიარა სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ადგას იგნორირების გზას და ეს არის ღია გამოწვევაში, დაპირისპირებაში შესვლა დასავლეთთან“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ
შემდეგი სტატიამე პირადად მქონდა „ფაიზერის“ პრეზიდენტთან საუბარი და მიმოწერა