სამწუხაროა, რომ ჩემი ყოფილი კოლეგებისგან და მეგობრებისგან ვისმენდი მძიმე ბრალდებებს ჩემი და რომან გოცირიძის მისამართით, რაც ნამდვილად გაუგებარია – დეკანოიძე

სამწუხაროა, რომ ჩემი ყოფილი კოლეგებისგან და მეგობრებისგან ვისმენდი მძიმე ბრალდებებს ჩემი და რომან გოცირიძის მისამართით, რაც ნამდვილად გაუგებარია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაცონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დკანოიძის თქმით, ყველას შეახსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა არა პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად, არამედ ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.

„გუშინ საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან უკვე სოციალურ ქსელებში გაგრძელდა ვნებათაღელვა. თავიდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებელ დეპუტატებს, „ხალხის ძალას“ და პარტიას „საქართველოსთვის“ მისცა საშუალება, მათ შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი, ძალიან დიდი უსამართლობა იყო, როდესაც მე და ბატონ რომანს არ მოგვეცა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუყალება. თაიმლაინი იყო შემდეგი – როდესაც საპროცედურო კომიტეტზე განხილულ იქნა ეს საკითხი და იქვე იყო დაფიქსირებული, რომ შესაძლებელია, ცვლილებები მოხდეს ისე, რომ პარტიის ნაცვლად დაემატოს ბლოკი, რადგან ხაზს ვუსვამ, ეს იყო ნამდვილად უსამართლობა, ისევე როგორც ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აძლევენ ვიცე-სპიკერის კვოტას. ვიდრე ჩვენი კოლეგები მხარს დაუჭერდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას და ისინი იყნენ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრები, მანამდე მე და ბატონმა რომანმა დავაინიცირეთ და შევიტანეთ ცვლილებები. ამის შემდეგ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ყოფილი კოლეგებისგან და მეგობრებისგან მე ვისმენდი ძალიან მძიმე ბრალდებებს ჩემი და ბატონ რომან გოცირიძის მისამართით, რაც ნამდვილად გაუგებარია. ყველას შევახესენებ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია დავტოვე არა იმისთვის, რომ კონკრეტულად პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მინდოდა, პარტია დავტოვე კონკრეტული მიზეზების გამო. ეს მიზეზები იციან ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა, ჩემმა მეგობრებმა და ახლანდელმა მეგობრებმაც. მე ამ მიზეზებზე ვისაუბრე საჯაროდ. ამიტომ თუ ფრაქციას, რომლის დაშლის არცერთი ინტერესი ჩემთვის არ არის საინტერესო, აქვს შიში, რომ ამ ცვლილებების შემდეგ, ეს ფრაქცია დაიშლება, ვფიქრობ, ვინც ამას ამბობს, დიდ შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფრაქციაში არიან.

ნამდვილად, ძვირფასო კოლეგებო, რადგან ამ ფრაქციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, თუ პარტიას დატოვებენ და ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას არ გააკეთებენ მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის გამო. ამას გააკეთებენ სხვა მიზეზების გამო. ძალიან უხერხულია იმ ადამიანებისგან მოსმენა, განსაკუთრებით, ვინც მე და ბატონ რომანს ძალიან კარგად იცნობს. სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში სულ რამდენიმე თვეა, შემოვიდნენ, ბატონ რომანს გუშინ აქ, ამ ტრიბუნაზე ასე ესაუბრებოდნენ, ძალიან ვწუხვარ ამაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშისახლში დაბრუნდა რუსეთის მიერ დეპორტირებული 371 ბავშვი – ზელენსკი
შემდეგი სტატიათურქეთში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტები იგეგმება – თურქული მედია