,,სამსონ ქუთათელაძეს გარკვეული პირები სთხოვდნენ თანხას” – ჭანტურიას ადვოკატი

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი აცხადებს, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე კონკრეტული პირები გენერალ ქუთათელაძისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, თუმცა ისინი ამ დრომდე გამოძიებას არ დაუკითხავს.ანა კეკელიძის განცხადებით, ჭანტურიას საქმე ამ დრომდე გამოყოფილი არ არის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმიდან და შესაბამისად, მას არ აქვს წვდომა ამ საქმის მასალებთან:
„ის ჩვენებებში, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს, საუბარია სამსონ ქუთათელაძესა და სხვა პირებს შორის გარკვეულ დაძაბულ ურთიერთობებზე, ასევე საუბარია იმაზე, რომ სამსონ ქუთათელაძეს გარკვეული პირები სთხოვდნენ თანხასაც და ისინი არ არიან დაკავებულები, ისინი არ იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში, მაშინ, როცა უდანაშაულო ადამიანი გამოკეტილია მრავალი საათია,“ – განაცხადა ადვოკატმა, ანა კეკელიძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, ჭანტურია საგამოძიებო უწყებაში ხელმეორედ 16 იანვარს დაიბარეს, თუმცა ის 4 საათიდან ღამის პირველ საათამდე არ დაუკითხავთ და ის ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. კეკელიძე ამბობს, რომ ჭანტურიას აიძულებდნენ, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა ეღიარებინა.

banner
წინა სტატიაშიგორში საბავშვო ბაღის გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : არ ვფიქრობ, რომ NDI-ს კვლევაში მთელ რიგ საკითხებზე კითხვები სწორად დაისვა