სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოავლინეს სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი, რაზეც კანონის შესაბამისად, მეწარმის მიმართ უნდა გაფორმებულიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი 10 000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

ამის მაგივრად, ბრალდებულებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მეწარმე სუბიექტისათვის გამორჩენის მიღების მიზნით, გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ განახორციელეს. აღნიშნული ქმედებით კი, სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიადგა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.

banner
წინა სტატიაშითორდია: ფარცხალაძეს ჩემზე თავდასხმას არ დავუვიწყებ
შემდეგი სტატიასაქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს