სამოქალაქო ომი როგორ იყო? რუსები გვეომებოდნენ”- გენერალ ჩაჩიბაიას განცხადებას ვეტერანები აპროტესტებენ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 18:32

სამოქალაქო ომი როგორ იყო? რუსები გვეომებოდნენ”- გენერალ ჩაჩიბაიას განცხადებას ვეტერანები აპროტესტებენ

„ასეთი საშინელება როგორ უნდა თქვა?“-ასე ეხმაურებიან ვეტერანები გენერალ ჩაჩიბაიას განცხადებას, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსული აგრესია, სამოქალაქო ომი იყო.

ვეტერანები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომებში, ამბობენ რომ მათ ესროდნენ რუსი ჯარისკაცები. ყოფილი მებრძოლები აცხადებენ, რომ სამხედრო ძალების მეთაურმა დაუშვებელი შეცდომა დაუშვა.

„მე მგონი დევნილია თვითონაც ჩაჩიბაია. მერე?! ასეთი რაღაცა როგორ უნდა თქვა. ამხელა კაცი ამხელა თანამდებობის იძახის სამი იყო სამოქალაქო და ხოდა იყო 2008 -ო რუსეთთან დაპირისპირებაო. გვესროდა რუსი, კაზაკი, ჩეჩენი და ყველა რჯულის კავკასიელი. არ ჰქონდა მაგას მნიშვნელობა ოღონდ ქართველზე ესროლა და აფხაზ ხალხზე რა,“-აცხადებს ერთ-ერთი ვეტერანი.

ვეტერანები აცხადებენ, რომ მათთვის გენერლის განცხადება შეურაცხმყოფელია. მათი თქმით, ვინ არის ქვეყნის ოკუპანტი ეს ნათლად ჩანს და ამაზე მსჯელობა უბრალოდ აბსურდია.

„სამოქალაქო ომი როგორ იყო? რუსები გვეომებოდნენ, რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ნაომარი ვარ და ომის შემდეგ ვიბრძოდი. სანამ რუსები იქნებიან ამ ტერიტორიაზე ჩვენ საშველი არ გვექნება ცხოვრების,“-აცხადებს ერთ -ერთი ვეტერანი.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 18:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics