სამოქალაქო მოძრაობამ, “სირცხვილიამ” დღეს საზოგადოებას გააცნო გეგმა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნების” მთავრობა მათს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს

სამოქალაქო მოძრაობამ, “სირცხვილიამ” დღეს საზოგადოებას გააცნო გეგმა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნების” მთავრობა მათს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

შოთა დიღმელაშვილმა 3 ივლისს 20:00 საათზე საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მასშტაბური აქცია დააანონსა, რომელიც საბოლოოდ პარლამენტის წინ დასრულდება.

“თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ! მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში 3 ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს სად სუფევს საქართველოს ხსნა და ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას ოლიგარქის გარეშე! ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, სოფლიდან, შევუერთებთ ერთმანეთს ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში პარლამენტის წინ! და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!” ,- თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!”-ზელენსკიმ ქართველ ხალხს მიმართა
შემდეგი სტატიაარახამია: უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს შეუერთდე