არახამია: უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს შეუერთდე

გამარჯობა, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში! საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილი სწორედ ევროპაშია.

სწორედ ევროპისთვის და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც!

უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს. ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ. სხვათა შორის მისი ოჯახის წევრები უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ.

ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებს.

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!

უკრაინის რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო მოძრაობამ, “სირცხვილიამ” დღეს საზოგადოებას გააცნო გეგმა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნების” მთავრობა მათს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე – ახალგაზრდები მიდიან ევროპაში სამუშაოდ, რადგან ხელისუფლებამ არ შემოუშვა ევროპა საქართველოში