სამოქალაქო აქტივისტებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს და ნიკა მელიასთან მივიდნენ

სამოქალაქო აქტივისტები ნიკა მელიას მხარდასაჭერად,პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებისკენ საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.

მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებმა საპროტესტო აქციის დრო, 21:00 საათი, საგანგებოდ შეარჩიეს.

საპროტესტო მსვლელობით, რომლითაც აქტივისტები მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს სოლიდარობას უცხადებენ, აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის დაწესებულ შეზღუდვებსა და კომენდანტის საათს.

აქტივისტების განცხადებით, მანამ გააგრძლებენ ბრძოლას, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება “ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაიდება, იქამდე გავაგრძელებთ ბრძოლას”.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: მელიას გათავისუფლება ეფექტიანი მოლაპარაკების შესაძლებლობაა
შემდეგი სტატიასეისმური მონიტორინგის ცენტრის დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია