იან კელი: მელიას გათავისუფლება ეფექტიანი მოლაპარაკების შესაძლებლობაა

“მე არ დავახასიათებდი ნიკა მელიას განთავისუფლებას, როგორც კომპრომისულ ნაბიჯს. ვიტყოდი, რომ ეს არის უფრო შესაძლებლობის შემქმნელი ნაბიჯი”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ,,TV პირველის” ეთერში განაცხადა.

იან კელის თქმით, ეს ნაბიჯი შესაძლებელს გახდის ეფექტიან მოლაპარაკებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის

“მე არ დავახასიათებდი ნიკა მელიას განთავისუფლებას, როგორც კომპრომისულ ნაბიჯს. ვიტყოდი, რომ ეს არის უფრო შესაძლებლობის შემქმნელი ნაბიჯი. ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელს გახდის ეფექტიან მოლაპარაკებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის. მე გავეცანი ბატონი დანელსონის შეთავაზებულ წინადადებას და ზოგიერთი ნაწილი ოპოზიციისთვის იყო მიუღებელი, ამ პაკეტის უფრო მეტი ნაწილი შესაძლოა ხელისუფლებისთვის იყო მიუღებელი”, – განაცხადა კელიმ.

იან კელიმ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, „შეიძლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ დაერქვას, რომ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად არის რუსეთის მოკავშირე“:

„არა, ამას ვერ ვიტყვი. განცხადების გაკეთებისას სამი წლის გამოცდილებას ვეყრდნობი, ელჩის რანგში ვმუშაობდი მმართველ პარტიასთან. ისინი ერთგული არიან საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების. არსებობს განსხვავება ამ და წინა მთავრობას შორის. „ქართული ოცნების“ მთავრობა უფრო გახსნილია დიალოგისთვის, რათა დიპლომატიური არხები იყოს გახსნილი, მაგრამ მე „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ვერ ვუწოდებდი რუსეთის მოკავშირეს. არ ვფიქრობ, რომ ამის რაიმე მამტკიცებელი არსებობდეს“, – განაცხადა იან კელიმ.

იან კელის თქმით, „უფრო გახსნილია ვაჭრობისთვის, ტურიზმისთვის, დიალოგისთვის. ერთ-ერთი შედეგი ამისა არის უფრო მეტად გახსნა რუსული გავლენისადმი. ჩვენ ვიხილეთ ეს. რაც შეეხება მხარდაჭერას ულტრამემარჯვენე არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი. ზოგიერთი ანტი-ნატო ვებსაიტებისა და მედია პლატფორმების. ეს არის უფრო მეტად გვერდითი ეფექტი და არა პირდაპირი მოვლენა, რომ საქართველო გაიხსნა რუსული ტურიზმისთვის, დიალოგისთვის და ვაჭრობისთვის“, – განაცხადა იან კელიმ „ტვ პირველზე“.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო: ჭყონდიდში ილია II-ს ფრესკა ნესტმა დააზიანა, ვანდალიზმი არ ყოფილა
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს და ნიკა მელიასთან მივიდნენ