სამნიძე – არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები

არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები ან თანამდებობის პირები და ყველა ამ პოზიციაზე ვიქნებით. არ მოხდება იმათი ამნისტირება, ვინც უკანონო ბრძანება გასცა. ორი კანონპროექტი არის ბუნებრივია შეთავაზებული, რაც არ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. საზოგადოება ნახავს, რაზე იღებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური ძალა“,- განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაუქმდა ყველა სამმართველო და 11 დეპარტამენტი ჩამოყალიბდა – ცვლიებები კულტურის სამინისტროში
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის გადადების ინიციატივით გამოვიდა