ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის გადადების ინიციატივით გამოვიდა

ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის გადადების ინიციატივით გამოვიდა. ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნული მოთხოვნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დააყენა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

დეპუტატის თქმით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას არღვევს და თუ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ამნისტიის პროექტს მხარს დაუჭერს, ეს იმას ნიშნავს, რომ კომიტეტი საკუთარ ფუნქციას აუქმებს.

ნაცვლიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ 19-20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის მიღებას ისე აპირებს, რომ არც კი იძიებს, თუ რა მოხდა.

ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტს მოუწოდა, კანონპროექტის განხილვამდე და მის მხარდაჭერამდე იმ ორგანიზაციების მოსმენა მოხდეს, რომელთაც დოკუმენტალურად შეისწავლეს, რა მოხდა 19-20 ივნისს და კომიტეტმა მოუსმინოს, გენერალურ პროკურორს, სახალხო დამცველს და თავად დაზარალებულებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისამნიძე – არ ვუჭერთ მხარს ამნისტიას, რომლითაც ჯალათები იქნებიან ამნისტირებულები
შემდეგი სტატიახობში 30 წლის კაცმა ბიძა მოკლა