სამხრეთ კორეა ფხენიანზე ამერიკის შესაძლო დარტყმის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს

სამხრეთ კორეის ეროვნული გაერთიანების საქმის მინისტრმა ხონ იონ პხემ ნეგატიურად შეაფასა აშშ-ს მიერ ჩრდილოეთ კორეის ობიექტებზე შესაძლო სამხედრო დარტყმები. “პრევენციული დარტყმები ჩრდილოეთ კორეასთან ატომური პრობლემების მოგვარებას ისახავს, სავარაუდოდ, მიზნად, მაგრამ ჩვენთვის, ეს ასევე დაკავშირებულია მოსახლეობის დაცვასა და უსაფრთხოებასთან” – თქვა მინისტრმა და დაამატა, რომ აღნიშნულ საკითხზე სეული აშშ-სთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის დაუსრულებელი სარაკეტო გამოცდების გამო ამერიკის ფლოტმა, ატომურ ავიამზიდ “კარლ ვინსონის” მეთაურობით, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში გადაადგილების შესახებ ბრძანება მიიღო. “რეგიონში ნომერ პირველი საფრთხე ჩრდილოეთ კორეაა, გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო დესტაბილიზაციის შემქმნელი სარაკეტო პროგრამის გამო ” – განაცხადა აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობის პრეს-მდივანმა დევიდ ბენხემმა. “კარლ ვინსონის” გაგზავნას მან “წინდახედულობის გამოჩენა” და “მუდმივ მზაობაში ყოფნა” უწოდა.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას უფლებას არ მისცემს ამერიკას საფრთხე შეუქმნას..

banner
წინა სტატიაშიკრემლმა აშშ-ს მიერ შესაძლო ახალ სანქციებზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიარუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაანთავისუფლეს