სამხედრო ექსპერტი: სასწრაფოდ შეწყვიტეთ პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელების დისლოკაციის ჩვენება

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში წერს, რომ სასწრაფოდ უნდა შეწყდეს პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელების დისლოკაციის ჩვენება.

“სასწრაფოდ შეწყვიტეთ პირდაპირ ეთერში სპეცრაზმელების დისლოკაციის და საბრძოლო ტექნიკის გადაადგილების ჩვენება, რადგანაც ტერორისტები უყურებენ ამ ეთერს და ნუ ეძლევათ ჟურნალისტებს საშუალება, პირდაპირი ეთერით აჩვენონ სპეცოპერაციის დაწყების დეტალები… ხალხო, ეს თამაში არ არის, გაიგეთ ეს… ეს არის საშიში მოვლენა”, – წერს მაისაია სოციალურ ქსელში.

სპეცოპერაციის ზონაში სპეცრაზმის ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

სპეცოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, დაახლოებით 17 საათის წინ დაიწყო.

banner
წინა სტატიაში(Video) სპეცოპერაციის დროს გადაღებული კადრები
შემდეგი სტატია(Video) სუსი: სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი