სამხარაძე: ვინც უკანონოდ გადმოკვეთს ქვეყნის საზღვარს, პოლიტპატიმრად ვერ ჩაითვლება

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკანონოდ გადმოკვეთს ამ ქვეყნის საზღვარს, ვერანაირად ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კანონებს და სუვერენიტეტს არც სცემს პატივს ის, ვინც იტყვის, რომ ადამიანი, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი არის პოლიტიკური პატიმარი.

„საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მას აქვს საზღვრები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკანონოდ გადმოკვეთს ამ ქვეყნის საზღვარს, ვერანაირად ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად. თავი რომ დავანებოთ 2003-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებს, ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არ სცემს პატივს საქართველოს კანონებს და რომელიც ამბობს, რომ ადამიანი, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი არის პოლიტიკური პატიმარი, ის ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. აქედან გამომდინარე, ის არ სცემს პატივს საქართველოს კანონებს და საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკის ერთადერთი მიზანია, თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული მარცხიდან ყურადღება გადაიტანონ სხვა ფაქტორზე
შემდეგი სტატია,,ალტ ინფო” ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის: რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გვექნება