,,ალტ ინფო” ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნის: რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გვექნება

,,ალტ ინფო” პოლიტიკურ პარტიას ქმნის, პროპუტინისტური ძალები ყრილობისთვის ემზადებიან. ისინი რუსეთთან დიალოგის დაწყებას და ქვეყანაში კონსერვატიული იდეების პროპაგანდას აპირებენ.

პრორუსული მედია აცხადებს, რომ მათ აქვთ საკამარისი ფული იმისთვის, რომ რუსეთიდან დაფინანსება არ მოითხოვონ. ,,ალტინფოს” მესვეურთა განმარტებით, შემოსავლის წყაროს შემოწირულებები და მათი იდეების გამზიარებელი ბიზნესმენები წარმოადგენენ. ექნებათ ოფისები რეგიონებშიც.

უახლოეს მომავალში დავაანონსებთ ზუსტ ლოკაციას და თარიღს, მედიისთვის იქნება ღია ღონისძიება. ხვალ, ზეგ, ზუსტ თარიღს დავასახელებ. პარტიის ლიდერების ძირითადი ბირთვი იქნება ,,ალტ ინფოს” ჯგუფი. ამ ჯგუფის ბევრ წევრს აქვს ამბიცია, ქვეყანა მართოს.

ეს არ იქნება პრორუსული პარტია, რუსებთან გვექნება პირდაპირი დიალოგი, ჩვენ ვიქნებით პროქართული პარტია, პლატფორმა იქნება კონსერვატიული – განაცხადა ,,ალტ ინფოს” წარმომადგენელმა, კოკა მორგოშიამ.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე: ვინც უკანონოდ გადმოკვეთს ქვეყნის საზღვარს, პოლიტპატიმრად ვერ ჩაითვლება
შემდეგი სტატიაინსბრუკში 114 000 ლარი იქნა გადახდილი მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას გასახდომ პროცედურაში