,,სამინისტროების რეორგანიზაცია გარანტიას იძლევა, რომ მთავრობა უფრო ეფექტური იქნება”

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, სამინისტროების რეორგანიზაცია იმის გარანტიას იძლევა, რომ მთავრობა უფრო ეფექტური იქნება.

როგორც ჟურნალისტებს კუჭავამ განუცხადა, საუბარია არსებული სტრუქტურების კიდევ უფრო ეფექტურ მართვაზე.

„მცირე მთავრობის თვითმიზანი არ არის, მცირე იყოს, მთავარია, ეფექტურად იყოს წარმოდგენილი სტუქტურული ერთეულები. ყველა სამშენებლო პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტოს ქვეშ იქნება მოქცეული. ეს იმას ნიშნავს, რომ სამინისტროები, რომლებიც მშენებლობის თვალსაზრისით არაპროფილურები არიან, მაგრამ ამ საქმის კეთება უწევდათ, ეს ფუნქცია აღარ ექნებათ. საუბარია იმ ფუნქციების ეფექტურად გადანაწილებაზე, რაც სხვადასხვა სამინისტროებში იყო გადანაწილებული და ამათი თავმოყრა პროფილის მიხედვით მოხდება. კონსულტაციები სწორედ იმის გამო მიდიოდა, რამე ხომ არ არის ისეთი, რის გამოც შეიძლება, უწყებები კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ. ეს ცვლილებები გარანტიას გვაძლევს, რომ მთავრობა უფრო ეფექტური იქნება”, – განაცხადა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიმომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში მამაკაციც ფიგურირებს?!
შემდეგი სტატიათბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებული ყაზახეთის მოქალაქე ექსტრადირებულია