სამი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ რენესთან

ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ რენესთან 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი და შუახნის ქალი. დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია ტრანსპორტის მოძრაობის დარღვევის ან ექსპლუატაციის დარღვევის გამო. მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი დაუშვებლად ცნო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის