სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა 7 მილიონ ლარს აღემატება

სტიქია სამეგრელოში

სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა 7 მილიონ ლარს აღემატება. ძლიერმა ქარმა რეგიონის მასშტაბით 698 საცხოვრებელ სახლს სრულად, ან ნაწილობრივ გადახადა სახურავი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კი სამშენებლო მასალის გაცემა მიმდინარეობს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს.

“საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. განმუხურში დაზიანებული ამფითეატრის ზარალს მოწვეული ექსპერტები ჯერ კიდევ ითვლიან, რის შემდეგაც დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც 2 სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა, ყოველდღიურად 300-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობდა, რომელთაც ხიდის რესტავრაციამდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სახურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა, ხოლო მათ აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარე დღეებში დასრულდება“, – აცხადებენ გუბერნიაში.

30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა.

banner
წინა სტატიაში“ყველა ჩვენგანის მოკვლა მოგიწევთ… მოგიწევთ ესროლოთ ადამიანებს, ვინც საკუთარ მიწას იცავს” – ქაცარავა რუს ოკუპანტებს
შემდეგი სტატია,,ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ თელავში ინაუგურაციის გამართვით ფეხქვეშ გათელოს თელაველების ნება, სადაც ხელისუფლებამ ორივე ტურში წააგო”