,,ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ თელავში ინაუგურაციის გამართვით ფეხქვეშ გათელოს თელაველების ნება, სადაც ხელისუფლებამ ორივე ტურში წააგო”

ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ თელავში ინაუგურაციის გამართვით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელოს თელაველების ნება, რომელიც მათ საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურზე გამოხატეს, – ასე ეხმაურება ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში გამართვას “ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი.

მისი შეფასებით, ცერემონიის ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გამართვა ადგილობრივი მოსახლეობის შეურაცხყოფაა. “სალომე ზურაბიშვილმა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ორივე ტურში წააგო არჩევნები არა მარტო ქალაქ თელავში, არამედ მუნიციპალიტეტის მასშტაბით. აქედან გამომდინარე თელაველები მართლა არიან სიმბოლო იმ გამბედაობის, რომელიც გამოიჩინეს არჩევნების დღეს. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები არ იყო. ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა 7 მილიონ ლარს აღემატება
შემდეგი სტატიაფეისბუქი მომხმარებლებს უსაფრთხოების მიზნით, პაროლების შეცვლისკენ მოუწოდებს