სამეგრელოს-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ეყოლება

სამეგრელოში განსაკუთრები საშიში დამნაშავეები დააკავეს

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ავთანდილ გალდავა ინიშნება. ინფორმაციას “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში მეოთხე დღეა არ უდასტურებენ.

უწყებაში იგი გიორგი მღებრიშვილის კადრად მოიზარება. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, წარდგენა რამდენიმე დღეში მოხდება. “თაიმერი”  კი ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს 2008-2013 წლებში გალდავას საქმიანობის  შესახებ.

 

 

ავთანდილ გალდავა

დაბადების თარიღი: 1979 წლის 16 ოქტომბერი

დაბადების ადგილი: თბილისი

განათლება:

1997-2002 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2017 წლის აგვისტოდან დღემდე – შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

2016/01–2017/08 წწ. – ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი;

2013/12–2016/01 წწ. – ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების უფროსი;

2013/03–2013/12 წწ. – ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე;

2012/12–2013/03 წწ. – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს მე-2 სამსახურის უფროსის მოადგილე;

2011/09–2012/12 წწ. – სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს 1-ლი სამსახურის გამომძიებელი;

2009/09–2011/09 წწ. – ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი;

2008/11–2009/09 წწ. – ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

banner
წინა სტატიაში“რუსეთი ივანიშვილს და გახარიას რეჟიმის შენარჩუნებაში დაეხმარება” – ოპოზიცია ზალკალიანს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატია“შავ საიტებზე“ თეორიულად, შეიძლება საქართველოც ფიგურირებდეს და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოებებიც იყიდებოდეს!”