სამეგრელო-ზემო სვანეთში დაკარგული გერმანიის მოქალაქის ოჯახი უბედური შემთხვევის ვერსიას გამორიცხავს

13699414_1759547527663580_2068882448_o

სამეგრელო-ზემო სვანეთში დაკარგული გერმანიის მოქალაქის ოჯახი სამართალდამცველებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ბიზნესმენს რეგიონში მეშვიდე დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი 12 ივლისს სავარაუდოდ ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს გაუჩინარდა.

ოჯახი უბედური შემთხვევის ვერსიას გამორიცხავს, მათი ინფორმაციით, სერგეი სმისლოვს თან სავარაუდოდ დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა.

„არავინ იცის როგორ დაიკარგა, ის უბრალოდ გაუჩინარდა. ვერ ვპოულობთ მის მან ქანქანას და კვალიც არსად ჩანს. 12 ივლისს ის ზუგდიდიდან გავიდა. მას დაურეკა მეგობარმა ბადრიმ, 3 საათში უნდა ყოფილიყო ადგილზე, თუმცა როდესაც ბადრიმ ხელმეორედ დარეკა, მას ტელეფონი გამორთული ქონდა,“ – აცხადებს სმისლოვის შვილი.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია. შსს-ში აცხადებენ, რომ 276-ე მუხლით მიმდინარეობს ძიება, რაც ავტო საგზაო შემთხვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სიღნაღის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიათურქეთის პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის შესახებ პარლამენტის მიერ კანონის წარდგენას ელოდება