სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ლ.მ. და 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან რვა შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატია„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“- ამ სლოგანით ფოთის აკვატორიაში, თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი რვა იახტა შევიდა