სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელიას დანიშნვას უცხოელი კონფლიქტოლოგი და ბიზნესმენები ეხმაურებიან

უცხოელი კონფლიქტოლოგი და ბიზნესმენები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელიას დანიშნვას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და წარმატებებს უსურვებენ.

მიტჯა ბლაზიჩი: ,,მოხარული ვარ ამ სასიამოვნო ამბის. დარწმუნებული ვარ, რომ ალექსი მომავალში რეგიონს კარგად განავითარებს. მჯერა, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ბიზნესში უდიდესი გამოცდილება აქვს, აღნიშნულ პოზიციაზე საუკეთესო იქნება“.

ტადეჯ ჯარტლი: ,, ვულოცავ ალექსს. ის საუკეთესო პიროვნება და ძალიან სანდო ბიზნესპარტნიორია. წარმატებებს ვუსურვებ მას“.

,,ალექს, გილოცავთ ახალ პოზიციაზე დანიშვნას! თქვენ კარგად გამაცანით ულამაზესი ქვეყანა – საქართველო და ქართული კულტურა. დარწმუნებული ვარ, წარმატებულ საქმიანობას გააგრძელებთ.” – წერს საერთაშორისო კრიზისების მენეჯმენტის, სამშვიდობო მისიებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრი აარო სიუნიო.

banner
წინა სტატიაში,,თუ საჭიროა, მარგველაშვილმა უნდა გაიხსენოს ივანიშვილის ტელეფონის ნომერი და, თუ საჭიროა, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს დასვენება პროცესის ხელშესაწყობად”
შემდეგი სტატიაგენუაში მორანდის ხიდის ჩამონგრევის ახალი ვიდეო გამოქვეყნდა (ვიდეო)