სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს პერიოდში შეხვდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს პერიოდში შეხვდება. როგორც მოწერელიამ წარდგენისას აღნიშნა, ის ,თავის გუნდთან ერთად, იზრუნებს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს.
,,უახლოეს პერიოდში შევხვდები მოსახლეობას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს.პარალელურად დავიწყებთ საგნობრივ მუშაობას ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად. გპირდებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ ვიზრუნებ ჩვენი მხარის მოსახლეობისთვის, სოფლებისა და ქალაქების განვითარებისათვის” – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

banner
წინა სტატიაში„მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის რეგიონში სამუშაო ადგილების არასაკმარისი რაოდენობა და ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც რა თქმა უნდა ბევრს ვიმუშავებთ”
შემდეგი სტატია,,დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს სამართლიან  გადაწყვეტილებას,რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც”