,,დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს სამართლიან  გადაწყვეტილებას,რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც”

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლი გუბერნატორის წარდგენის შემდეგ
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების
კითხვებს უპასუხა, მათ შორის ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო
სასამართლოზე განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით. ვიცე-პრემიერის განმარტებით, არსებობს ყველა საჭირო მტკიცებულება იმისთვის,რომ  საქმე საერთაშორისო სასამართლომდე  მისულიყო
„ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, იცით რომ, ჩვენ მივმართეთ
საერთაშორისო სასამართლოს, გვაქვს ყველა საჭირო დოკუმენტური მტკიცებულება
იმისთვის რომ მიგვემართა ამ სასამართლოსთვის და ამიტომაც მივმართეთ.
დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო სასამართლო გამოიტანს სამართლიან
გადაწყვეტილებას, ისეთს, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყანასაც და ოჯახსაც“ –
განაცხადა გიორგი გახარიამ.
banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივ მოსახლეობას უახლოეს პერიოდში შეხვდება
შემდეგი სტატია„ემპათიას“ დასკვნა – არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სხვადასხვა მეთოდით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია