სამების ტაძარში 2 დღით მედიას აკრედიტაციის გარეშე ტაძარში არ დაუშვებენ

საპატრიარქოს განცხადებით, სამების ტაძარში მომხდარი “ვანდალური აქტის” გამო 2 დღით მედიას აკრედიტაციის გარეშე ტაძარში არ დაუშვებენ.

მათი თქმით, გადაწყვეტილება “შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”. მიიღეს.

“გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჩხაიძე – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია, გაუარესება ნამდვილად არ აღენიშნება
შემდეგი სტატიაალტ-ინფო სამებაში ხატის შეურაცხყოფის ფაქტზე აქციას იწყებს