სამების საკათედრო ტაძარში 12 ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ტაძარში 12 ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ეკლესიაში აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების დროს დაღუპულების ოჯახის წევრები იმყოფებიან.

12 ქართველი მებრძოლის ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში იყო გადასვენებული. ამ ეტაპზე ბაბუშერას სამარხიდან 43 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.

სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ 12-ვე მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისთვის 55 ათასი ლარი გამოყო
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: დღევანდელი დღე უნდა იქცეს რაღაც სიმბოლური გარდატეხის ეტაპად ჩვენს საზოგადოებაში