პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისთვის 55 ათასი ლარი გამოყო

პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახებისთვის 55 ათასი ლარი გამოყო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, აცხადებს, თანხა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოოყოფა.

ეს განცხადება გიორგი აბაშიშვილმა დღეს 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.

„პრეზიდენტის ინიციატივით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 55 ათასი ლარამდე თანხა, რომელიც გადაცემა 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაზარალებულ თითოეულ მოქალაქეს და ამავდროულად გარდაცვლილთა ოჯახებს,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: დღევანდელი დღე გამარჯვების, სიძლიერის და შეუდრეკელობის სიმბოლოა
შემდეგი სტატიასამების საკათედრო ტაძარში 12 ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს