“სამართლიანმა არჩევნებმა” მეორე ტურის პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა

“სამართლიანმა არჩევნებმა” საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში პარალელური დათვლის შედეგები გამოაქყვენა.

როგორც “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სრულად მიიღეს ინფორმაცია დამკვირვებლების 100%-სგან,რომლებიც ყველა საარჩევნო უბანზე იყვნენ განთავსებული ოთხ საარჩევნო ოლქში – მარნეულის #36 ოლქი, ახალციხე-ადიგენის #44, ქუთაისის #49, და ზუგდიდის #66 ოლქებში.

მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქი: #41 თამაზ ნავერიანი – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო “- 72.27%; #5 აკმამედ იმამკულიევი – “ნაციონალური მოძრაობა” – 27.73%;

ახალციხე – ადიგენის #44 მაჟორიტარული ოლქი: #41- გიორგი კოპაძე – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 69.83%; #5 ვაჟა ჩიტაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა” – 30.17%;

ქუთაისის #49 მაჟორიტარული ოლქი:#41- კობა ნარჩემაშვილი – “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” – 67.33%; #5 გიორგი წერეთელი – “ნაციონალური მოძრაობა” – 32.67%;

ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქი:#41 ედიშერ თოლორაია – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 71.09%; #5 სანდრა რულოვსი – “ნაციონალური მოძრაობა” – 28.91%;

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები 18 ნოემბრამდე უნდა გამოქვეყნდეს
შემდეგი სტატია“კალაძე პრეზიდენტი, კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე” – რა მიზნები აქვს ვიცე-პრემიერს?