“კალაძე პრეზიდენტი, კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე” – რა მიზნები აქვს ვიცე-პრემიერს?

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ექსპერტის გია ხუხაშვილის შეფასებით, კახა კალაძე გათვლას პრეზიდენტობაზე აკეთებს.
”ვფიქრობ, კალაძის ამბიციურობიდან და განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, სწორედ ის აკეთებს გათვლას პრეზიდენტობაზე”-უთხრა ხუხაშვილმა “კვირის პალიტრას” . მისი თქმით, კალაძესთვის ენერგეტიკის სამინისტროში დაბრინება წინსვლა არ იქნება.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო პრეზიდენტობას, ხუხაშვილის ვარაუდით ის პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად არ განიხილება. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე უსუფაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.
”ვფიქრობ, კალაძის ამბიციურობიდან და განვითარების დინამიკიდან გამომდინარე, სწორედ ის აკეთებს გათვლას პრეზიდენტობაზე. ამ საკითხზე ”ქართულ ოცნებაში” დიდი ფაციფუცია. ასეთ ქაოსურ ვითარებაში ხდება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებაც – თუ ლოგიკას მივყვებით, დავით უსუფაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაში“სამართლიანმა არჩევნებმა” მეორე ტურის პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაჰერმანი: ველოდები ეუთოს ანგარიშს არჩევნებთან დაკავშირებით