“სამართლიანი არჩევნები”: პარტიების წარმომადგენლები მონაცემებს იწერენ, რაც აკრძალული არ არის

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე
მოწყობა-გახსნის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა.

“დამკვირვებლებს დაკვირვების საშუალება თითქმის ყველა უბანზე მიეცათ. დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 5 შემთხვევა, წილისყრის ჩატარების წესის დარღვევის 5 შემთხვევა, საკონტროლო ფურცლის შევსების წესის დარღვევის 8 შემთხვევა, კენჭისყრის პროცედურის დარღვევის 1 შემთხვევა, მარკირების წესის დარღვევის 1 შეთხვევა, მარკირების პროცესის წარმოების დარღვევის 4 შემთხვევა. შემოდის ინფორმაცია, რომ რეგისტრატორების უკან პარტიების წარმომადგენლები დგანან და მონაცემებს იწერენ. ეს აკრძალული არ არის, მაგრამ დიდი რაოდენობით თუ ხდება, შეიძლება უკვე პრობლემა იყოს”, – განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს: საპოლიციო ძალები მთელი საქართველოს მასშტაბითაა განლაგებული
შემდეგი სტატია“ყველაფრის მიუხედავად ბატონი კალაძე დღეს არჩევნებს ვერ იგებს”- დავით ბაქრაძე