“ყველაფრის მიუხედავად ბატონი კალაძე დღეს არჩევნებს ვერ იგებს”- დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით კახა კალაძის გამოსვლაში, სადაც მან ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა ნათელი იყო, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზებისა კალაძე დღეს არჩევნებს ვერ იგებს:

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვიხილეთ კახა კალაძის ბრიფინგი, სადაც ის გაღიმებული სახით მოუწოდებდა ამმომრჩევლებს, რომ არჩევნებზე მოსულიყვნენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსის არნახული მობილიზებისა და ამომრჩევლების მონაცემების ჩაწერისა. ამ ყველაფრის მიუხედავად ბატონი კალაძე დღეს არჩევნებს ვერ იგებს. მოწოდება მოსვლაზე ნიშნავდა მხოლოდ ამას. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციურ პარტიებს, პირველ რიგში ევროპულ საქართველოს და ამსთან ერთად სხვა ოპოზიციურ ძალებსაც. დღეს გვაქვს რეალური შანსი, რომ ქართულმა ოცნებამ დაინახოს, ქართველი ხალხის ნება დგას უფრო მაღლა ვიდრე ადმინისტრაციული რესურსი. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას მობრძანდეთ და გააკეთოთ თქვენი არჩევანი“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“სამართლიანი არჩევნები”: პარტიების წარმომადგენლები მონაცემებს იწერენ, რაც აკრძალული არ არის
შემდეგი სტატიაყარაჯალაში ამომრჩეველებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებს – “„ადამიანის უფლებათა ცენტრი”